ნადირთა პატრონი დალიზე უფრო წმინდა და უმწიკვლო, პატივით გარემოსილი მფარველი დედა ქართულ მითოლოგიაში. ამა თუ იმ ადგილის სვეტის ანგელოზის მსგავსი ხალხი ლოცვით მიმართავს: „ადგილისა დედაო, დედაო ღვთისაო, შენ დაგვიტანე ბარაქა შეგვინახე შენი მადლით.“ დარგობრივი მითოლოგიის ეს კეთილი სახე, რომელიც ადამიანს უჩინოდ ემსახურება, მთელს ფშავ-ხევსურეთში სწამთ, პატივს სცემენ. ფშაველს ეშმაკებითა და დევებით სავსე ჰგონია ქვეყანა, თვითეულს ადგილს, მთას, გორას, ხევს, მისი წარმოდგენით, ჰყავს დედა, რომელსაც ა. დ.-ს ეძახის. სხვაგან მხოლოდ სიტყვის მასალად იხმარება.
- მაგ. სვანეთში მის ნაცვლად სხვა სალოცავი აქვთ: „ამ ადგილის სალოცავო ღმერთო, შენ შემეწიე“. ფშაველი კი, მთაში რომ დარჩება, იმედიანად დაიძინებს – ადგილის დედა დამიცავსო, დილით ნანადირევსაც აჩუქებს ხოლმე. ფშაველი და ხევსური მას მცირე კოშკს უგებენ, კვერებს მიართმევენ ბავშვების ხელით. მითები არ შექმნილა, მაგრამ საკულტო წესებში თვალსაჩინო როლს თამაშობს. „ადგილის თავსვეტის ანგელოზო, ციური შუქის მიმნიჭებელო“ – მიმართვაა ლოცვებში. (ვაჟა-ფშაველა „ხმელი წიფელი“) „ადგილის დედაც ადღეგრძელეს ბოლოს“ („დიდოსტატის მარჯვენა“ – კ. გამს.).
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3