(„ძველი ქართული მწერლობა“) ძველი ქართული ენისა და მწერლობის უძველესი და უმნიშვნელოვანესი ძეგლი (897 წ.) გადაწერილია შატბერდის ლავრაში. ხელნაწერი ეტრატზეა შესრულებული, ნაწერია მრგლოვანი ხელით ორ სვეტად. 1-5 ფურცელი შემკულია მინიატიურებით. დაცული იყო ზემო სვანეთში, სოფ. ადიშში, ძეგლში დაცულია მდიდარი ლექსიკა და თავისებური გრამატიკული ფორმები. ძეგლს იცნობენ და ინტენსიურად იკვლევენ არა მარტო ჩვენში, არამედ უცხოეთშიც (ამერიკა, ბელგია, გერმანია). 1928-1955 წწ. პარიზში ცალკე წიგნად გამოსცა ამერიკელმა ქართველოლოგმა რ. ბლეიკმა.
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3