მცენარეულობისა და ნაყოფიერების ფინიკიური ღვთაების ბერძნული სახელი. ადონისის კულტი ცნობილია. ძვ. წ. II ათასწლეულიდან. მისი წარმოშობა დაკავშირებულია ბუნების მარადიულ კვდომასა და განახლებასთან. მითის თანახმად, ა. მონადირე იყო და გაზაფხულზე დაიღუპა ტახთან ბრძოლაში, მაგრამ ქალღმერთმა ასტარტემ გააცოცხლა. ბერძნულ მითოლოგიაში ა. აფროდიტეს ულამაზესი მიჯნურია. ძველი ბერძნებისათვის ა. წამებული და მკვდრეთით აღმდგარი ქრისტეს ერთ-ერთი პირველსახეა. ა. ლამაზი მამაკაცის სინონიმად იქცა.
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3