საერთო პირობითი სახელწოდება XX ს. ბურჟუაზიულ ხელოვნებაში, რომელსაც ახასიათებს კლასიკური ხელოვნების ტრადიციებთან კავშირის რადიკალური გაწყვეტა, ექსპერიმენტულობა, ახალი ფორმებისა და გამოხატვის საშუალებებისაკენ სწრაფვა. ა. მოდერნიზმს ემთხვევა და ღრმა წინააღმდეგობრიობით ხასიათდება. კლასიკური ხელოვნებისაგან განსხვავებით, ა. სამყაროს არ მიიჩნევს მოწესრიგებულ, კანონზომიერ და ჰარმონიულ ერთიანობად იგი უაზრო ქაოსად ესახება. უარყოფს რაციონალიზმს, მეცნიერულ ცოდნას. გამომხატველ საშუალებათა არსენალში დიდი როლი დაეკისრა პაროდიას, ირონიას, გროტესკს საქართველოში ჩვენი საუკუნის 20-იან წლებში ავანგარდისტული იყო ფუტურისტების ჯგუფი.
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3