გამოსახვის სატირული ფორმა, ადამიანის სახის სასაცილოდ, მახინჯად წარმოდგენის, აბუჩად აგდების ტენდენციით დახატვის ხერხი ხელოვნებასა და ლიტერატურაში. გროტესკში მოცემულია უცნაური, უარყოფითი, საშინელი, საშიში, უჩვეულო საერთოდ სინამდვილის ნაკლოვანი მხარის გაზვიადებულად. დამამცირებლად ჩვენება. ილ. ჭავჭავაძის ლუარსაბ თათქარიძეს გროტესკული იერი დაჰკრავს.
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3