ირანელთა რელიგიის (ზოროასტრიზმის) უძველესი ლიტერატურული ძეგლი. ამჟამად ფარსებისა და გებრების საღვთისმსახურო წიგნი. იგი განეკუთვნება ძვ. წ. I ათასწლეულს. ირანის, შუა აზიის, ავღანეთისა და აზერბაიჯანის ხალხების კულტურული, მითოლოგიური და საგმირო ეპოსის უაღრესად საყურადღებო ცნობებს შეიცავს.
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3