აბ აგ ად ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აყ აშ აჩ ახ აჯ აჰ
ავა ავგ ავე ავი ავლ ავრ ავტ ავშ

ავლაბარი

თბილისის ერთერთი უძველესი უბანი. მდებარეობს მდ. მტკვრის მარცხენა მხარეს, რიყეს, ჩუღურეთს, ელიასა და ნავთლუღს შორის. თანამედროვე ა.-ს XI-XIII ს.ს. ისტორიულ წყაროებში ისანი ეწოდებოდა. სიტყვა ა.-ს XIV ს.-დან ჩანს დამკვიდრებული. ა.-ის მთავარი უბნები იყო სოღდებილი და მეტეხი. არქეოლოგიური გათხრებიდან ჩანს, რომ ეს ტერიტორია ძვ. წ. I ათასწლეულში ყოფილა დასახლებული. ა.-ში შემორჩენილი კულტურის ძეგლებიდან აღსანიშნავია მეტეხის ღვთისმშობლის ტაძარი, დარეჯან დედოფლის სასახლე „საჩინო, ფორაქიშვილის დარბაზი“, რამდენიმე ეკლესია და სხვა. რევოლუციური მოძრაობის დროს, იყო ცნობილი ა.-ის არალეგალური სტამბა.
 
„შეთქმულები ავლაბრის ყაზარმაში გამოამწყვდიეს“ („არსენა მარაბდელი“ მ. ჯავ).
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9