აბ აგ ად ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აყ აშ აჩ ახ აჯ აჰ
ავა ავგ ავე ავი ავლ ავრ ავტ ავშ

ავრორა

მითოლ.
ცისკრის, განთიადის ქალღმერთი რომაულ მითოლოგიაში. იგი წარმოდგენილია ახალგაზრდა ფრთიანი ქალის სახით, რომელიც ოკეანიდან ადის მოელვარე ცხენებშებმული ეტლით. ა. რიჟრაჟის სიმბოლოა, შეესაბამება ბერძნულ ეოსს, ქართულ აისს. პოეზიაში მხატვრულ მეტყველებაში იხმარება როგორც სინონიმი ალიონისა, სიმბოლო განახლებისა, მომავლის იმედისა.
 
„ამოვდივარ“ ღამის ნაკვთებს მალე გაჰკვეთს ჩემი ფრთები/ამოვდივარ! გულის ნადებს ნუ წაგართმევს ღამის ხმები/როს მომავლის მზის სხივები კანდელივით დამქათქათებს/მალე. მალე, მთებს და ველებს ტიტანივით მოვევლები./მუდმივ რკალად ა მოვედები მუდმივ თოვლით შემოსილ მთებს.“(„ავრორა“ გ. ტაბ).
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9