ბერძნ. საკუთარი ცხოვრების აღწერა ლიტერატურული ჟანრი რომელიც უახლოვდება მემუარებს, მაგრამ განსაკუთრებით ამახვილებს ყურადღებას ავტორის პიროვნებასა და მის სოციალურ სამყაროზე. ქართული ავტობიოგრაფიის ავტორები არიან აკ. წერეთელი („ჩემი თავგადასავალი“), ვაჟა-ფშაველა („ჩემი წუთისოფელი“). ავტობიოგრაფიულობა ახასიათებს ალ. ყაზბეგის, გ. ლეონიძის, ნ. დუმბაძის და სხვა ავტორთა ნაწარმოებებს. ავტობიოგრაფიას უწოდებენ აგრეთვე საკუთარი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტების მოკლე ქრონოლოგიურ აღწერას, რომელიც განკუთვნილია ოფიციალური დანიშნულებისათვის.
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3