ვერცხლის გრძელტარიანი სასმისი; ჩვეულებრივ მოოქრული და მოსევადებული. ფსკერზე ზოგჯერ ფრინველის ან ცხოველის (მტრედი, ირემი) მოძრავი ფიგურა აქვს მიმაგრებული, ტარს კი ხშირად სახოტბო ლექსიც უმშვენებს.
- „კასავილა გაოცებული შესცქეროდა ოქროსა და ვერცხლის ჭაღებს, ბაგრატეულ სამწდეურებს, აზარფეშებსა და ფიალებს“ („დიდოსტატის მარჯვენა“ კ. გამს.).
- „ბედსა რად ჰსწყევლი? რად ჰსწუსხარ? რას გარგებს სულმოკლეობა? შე უგუნურო, დალიე, ქვეყანა შენი იქნება?“ („აზარფეშაზე“ – გრ. ორბ.).
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3