აბ აგ ად ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აყ აშ აჩ ახ აჯ აჰ
ათა ათე ათი ათო ათქ ათშ

ათას ერთი ღამე

არაბულ ზღაპართა კრებული, რომელიც იქმნებოდა საუკუნეების მანძილზე. მასში მოთხრობებს, არაკებს, ზღაპრებს, ანეკდოტებს ერთ ჩარჩოში აერთიანებს შაჰრაზადას ამბავი. სასიკვდილოდ განწირული შაჰრაზადა შაპრიარ მეფეს ღამღამობით უამბობს ზღაპრებს, განთიადისას კი ყველაზე საინტერესო ადგილას წყვეტს ამბავს, რათა თხრობა მომდევნო ღამით განაგრძოს და ამით სასჯელი აიცდინოს. ა. მ. ღ.- ის ანეკდოტები ეხება მეფეებს, ხალიფებს, მთავრებს, მამლუქთა სულთნებს, ვაჭრებს, მდიდრებს, უბრალო ადამიანებს, მსაჯულებს, მასწავლებლებს, საჭურისებსა და სხვებს. თხზულება თარგმნილია მსოფლიოს მრავალ ენაზე. ქართულად სრულყოფილად ითარგმნა 1967 წლიდან. «წიგნი სიბრძნე სიცრუისა» წარმოადგენს იგავ-არაკების კრებულს, სადაც იგავ-არაკები გაშლილია ფაბულური მოთხრობის ფონზე, მსგავსად „სიბრძნე ბალავარისა“, „ათას ერთი ღამისა“ (სასკ. გამოც.).
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9