ძველი ქალაქი–სახელმწიფო (პოლისი) ძვ. საბერძნეთში. ნეოლითის ხანიდანაა დასახლებული, მიკენურ ხანაში (მიკენის კულტურა). განსაკუთრებით ძვ. წ. XIV-XIII ს.ს. იქცა მნიშვნელოვან დასახლებად, რომლის ძირითადი ნაწილი მდებარეობდა აკროპოლისის ბორცვზე და მის გარშემო.
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3