სამარხი ნაგებობა, ზოგჯერ ნაწილობრივ მიწაშია ჩაფლული, დაახლოებით იგივეა, რაც ძევ. სამარხავი. შეიძლებოდა აკლდამის გახსნა და შიგ შესვლა. მას ჰქონდა ეზო, ზოგჯერ კიბიანი შესასვლელი, მიცვალებულის დასასვენებელი საცხედრე და საძვალე. აკლდამაში მარხავდნენ ერთი საგვარეულოს წარმომადგენლებს. საქართველოში აღმოჩენილია ქართლის სამეფოს მესვეურთა, წარჩინებულთა და მათი ოჯახების წევრთა მავზოლეუმის ტიპის ბ. მცხეთაში, ბაგინეთში, ხორნაბუჯში, ხევსურეთში.
- „რამდენი სიპები აწყვავ!/მოსჩანს აკლდამის პირები.
- /გმირთა სამარეს, როგორც ხატს,/სამთხვევად დავეღირები.“ („ბახტრიონი“ ვაჟა)
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3