1832 წლის ქართველ თავად-აზნაურთა შეთქმულების წესდება. შეადგინა ფილადელფოს კიკნაძემ. წესდებაში ჩამოყალიბებული იყო ორგანიზაციის მიზანდასახულობა, წევრთა მიღების წესი, შეთქმულთა შორის დამოკიდებულების ნორმები, საიდუმლოების დაცვის ხერხი და სხვა. „არსენამ ბალახში რაღაც ქაღალდს მოჰკრა თვალი. აიღო და ჩაათვალიერა. ეს იყო „აქტი გონიერი“ წესდება შეთქმულთა, დაწერილი რელიგაურ-მისტიკურ კილოზე, აღსავსე ლოცვებით. ფიცით და მასონური პრინციპებით და დარიგებებით თუ რა სიფრთხილით უნდა შეენახათ მისი საიდუმლოებანი. გარდა ამისა, „აქტში“ ეწერა, რომ იესო ქრისტე შეთქმულთა შორის პირველი წევრია და რომ ამ ძმობაში მდაბიო არ უნდა იყოს არჩეული“(„არსენა მარაბდელი“ - მ. ჯავახ.).
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3