წარმართული ღვთაება და მისი სახელობის სამლოცველო ხევსურეთში. ხევსურულ სადიდებელთა ტექსტებში მოიხსენიება საღვთო ბერი ბაადურის სახელით. ითვლებოდა ხევსურეთის საკულტო ცენტრად. გ. ჯ-ში ხდებოდა საერთო საქმეების განსჯა-გადაწყვეტა (მტერზე გალაშქრება, დაზავება, ძნელად მოსაგვარებელი საქმის გარჩევა, ჩვეულებითი სამართლის რჯულის კოდექსის დაცვა ან შეცვლა, წლის მანძილზე მოსალოდნელ ამბავთა წინასწარ შესატყობად ქადაგის დასმა და ა. შ.). იგი ძირითადად მოლაშქრე ღვთაებად მიაჩნდათ. მიეწერებოდა თავისი საყმოს დაცვა პატრონობა (ლაშქრობის წინ ხევსურები გუდანში სვამდნენ ქადაგს და მისი მეშვეობით გუდანის ჯვარს შეეკითხებოდნენ ლაშქრობის საქმეს.
- „არა მჭირს არა რჯულძაღლო ყმასა გუდანის ჯვრისასა“ (ვაჟა).