აბ აგ ად ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აყ აშ აჩ ახ აჯ აჰ
ალ- ალა ალბ ალდ ალე ალთ ალი ალმ ალო ალტ ალუ ალქ ალყ ალჩ

ალავერდი

  1. ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, სამონასტრო კომპლექსი. მდებარეობს ალაზნის ველზე. მონასტერი VI ს. შუა ხანებში დააარსა იოსებ ალავერდელმა. XI ს. კვირიკე კახთა მეფემ პატარა ეკლესიის ადგილას ააგო დიდი საკათედრო ტაძარი. შენობის გეგმას საფუძვლად უდევს ჯვარი. მისი სიმაღლე 50 მეტრამდეა. შენობა გამოირჩევა საოცარი სიმეტრიულობით. აქ იმართებოდა დღესასწაული „ალავერდობა“ ნაყოფიერებისა და მოსავლის აღება-დაბინავებასთან დაკავშირებული. იწყებოდა 28 სექტემბერს და გრძელდებოდა 8 კვირას. ალავერდობაზე ღამისთევით მიდიოდნენ მლოცველები (გ. რჩეულიშვილი „ალავერდობა“, აკ. წერეთელი „ბაში-აჩუკი“, ვაჟა-ფშაველა „ბახტრიონი“),
  2. ღვინის სმაში სიტყვა, რომლითაც სუფრის ერთი წევრი მეორეს სთავაზობს რაიმე სადღეგრძელოს.
     
    ალავერდი შენთანა ვარ!
    წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9