ოსები, ოვსები. სარმატული წარმოშობის ირანულენოვანი ნახევრად მომთაბარე ტომები, ძვ. წ I საუკუნიდან დასახლდნენ ჩრდილო კავკასიაში. XIII ს. 30-იან წლებში ალანეთი მონღოლებმა დაიპყრეს. ალანების ნაწილმა კავკასიონის ხეობებს შეაფარა თავი. ამავე დროიდან დაიწყო ქართლის მთიანეთში ალანთა დასახლება. ალანთა პირდაპირი შთამომავლები ოსები არიან.
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3