აბ აგ ად ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აყ აშ აჩ ახ აჯ აჰ
ალ- ალა ალბ ალდ ალე ალთ ალი ალმ ალო ალტ ალუ ალქ ალყ ალჩ

ალეგორია

გადაკრულად ნათქვამი სიტყვა ან სიტყვათა რიგი, რომელშიც განყენებული ა»სრის, ცნების თუ მოვლენის შინაარსი კონკრეტული სახითაა წარმოდგენილი. ა.-ში ნათქვამია ერთი, ნაგულისხმევია მეორე. ალეგორია გამოხატვის ხერხია, ტროპის სახეა; ზოგჯერ მეტაფორული ხასიათისაა, მაგრამ განსხვავება ისაა, რომ მეტაფორა მოკლეა, სხარტია, შეკუმშულია. ალეგორიაში სიტყვები და ფრაზებია საძებნი, რომელთანაც გადაკრულობაა დაკავშირებული. პლეგორიულია: ანდაზა, გამოცანა, იგავ-არაკი, ზოგჯერ სხვა ჟანრის ნაწარმოებებიც. მაგ. ნ ბარათაშვილის „სუმბული და მწირი“, აკაკის „სულიკო“. ალეგორიულია ავადმყოფის, ნესტან-დარეჯანისა და ამირანის სახე აკაკისთან. სამშობლოსა და თვით ხალხის მოღალატე ადამიანის სახეა ნაჩვენები აკაკის ლექსში „ღამურა.“ა.-ის მიზანია შენიღბვა.
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9