(ძვ. წ. 356-323 წწ) ალექსანდრე დიდი, მაკედონიის მეფე ძვ. წ. აღ-ით 338 წდან. ძვ. სამყაროს ერთ-ერთი უდიდესი მხედართმთავარი და სახელმწიფო მოღვაწე. 19 წლის ასაკიდან არისტოტელეს მოწაფე იყო. მთელი სიცოცხლე ომებში გაატარა შექმნა უზარმაზარი იმპერია.
- „თუ მთელმა ერმა გამარჯვება არ მოინდომა, მაკედონელიც ვერ უშველის, პიპა“ („დიდოსტატის მარჯვენა“ კ. გამს.).
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3