ბიბლიური „ალილუა“ - დან, ძვ. ქართ. - ჭონა) (ქსე) ქართული საწესო ქრისტეს» სადიდებელი სიმღერა, სრულდებოდა შობის წინა ლამეს; შეიკრიბებოდა რამდენიმე კაცი, ჩამოუვლიდა ყოველ ოჯახსს და სიმღერით დღესასწაულს მიულოცავდა. მასპინძელი მომღერლებს სანოვაგით უმასპინძლდებოდა (აუცილებლად უნდა გაეტარებინათ კვერცხი სიცოცხლისა და ნაყოფიერების სიმბოლო).
- ალილოს ტექსტებში („ოცდახუთსა დეკემბერსა“, „ჩიტი ღობეზე შემოჯდა“, „წისქვილს პური დაგარიგე“ და სხვ. ) გამოთქმული იყო ჯანმრთელობის, ბედნიერებისა და ბარაქიანობის სურვილი. ა. მთელს საქართველოში იყო გავრცელებული და ყველა კუთხეში თავისებურად ასრულებდნენ. სიმღერას წარმართული ჰიმნი უდევს საფუძვლად. ვარაუდობენ, რომ საშობაო და სააღდგომო სიმღერების საერთო სახელწოდება უნდა ყოფილიყო ჭონა. „ჩვენში, როგორც შობის წინ ალილოზე, ისე სააღდგომოდ ქონაზე, დადიოდნენ სოლმე მომღერლები“ („ჩემი თავგადასავალი“ აკ. წერ.)
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3