აბ აგ ად ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აყ აშ აჩ ახ აჯ აჰ
ალ- ალა ალბ ალდ ალე ალთ ალი ალმ ალო ალტ ალუ ალქ ალყ ალჩ

ალიტერაცია

ლათ.
ერთი და იმავე თანხმოვანი ბგერების განმეორება სალექსო სტრიქონში. იგი გამოსახვის პოეტური ხერხია, ემოციური ზეგავლენის საშუალებაა, ბგერების მუსიკალური ორგანიზაციის ფორმაა. ა. ქმნის ლექსის კეთილხმოვანებას, სიტყვის შინაარსის აკუსტიკურ თვალსაჩინოებას და ამით მკითხველზე ახდენს ესთეტიკურ გავლენას, ალიტერაციის ოსტატური გამოყენებით ძალიან ხშირად წარმტაცი მუსიკალობაა მიღწეული.
 
რა კარგი იყო ბარდნალა/ ბარდნალელების ბორანი, ვარდებიანი ბარდნარი/ ბულბულთა ნაამბორალი“ („ბარდნალა“ ლ. ასათ.).
ბგერების გამეორება მაშინაა პოეტური, თუ მას ახლავს ამსახველობითი ემოციური ძალა. ალიტერაციულ ლექსში ხშირად რიტმის საყრდენია ტაეპთა 25 საწყისი სიტყვები. იგი ხშირია ქართულ ხალხურ პოეზიაში: „მოდი, ვნახოთ ვენახი, რამ შეჭამა ვენახი? მიველ, ვნახე ვენახი, თხამ შეჭამა ვენახი. მოდი, ვნახოთ თხა, რამ შეჭამა თხა? მიველ ვნახე თხა, მგელმა ჭამა თხა.“
გალაკტიონიც ხშირად მიმართავს ალიტერაციას: „ქარი და წვიმის წვეთები ხშირი/ წყდებოდნენ, როგორც მწყდებოდა გული“.
ზოგჯერ ალიტერაციულობა ერთი თანხმოვნითი ბგერის გამეორებაზეა აგებული, მაგრამ გასდევს მთელ ტაეპს: „ლეილას თვალები ელავდნენ ბნელიდან, დედოფალს ახლავან მხევალნი მცველებად, ყვავილიც მწველია ლეილას ხელიდან, დალალნი დაშლილან ელვარე გველებად“ (პ. იაშვ.).
ა. შეიძლება იყოს პროზაულიც. თანხმოვანი ბგერების კანონზომიერი გამეორება, რომლებიც მუსიკალურ ჟღერადობას გადმოსცემენ, ალიტერაციულ ხასიათს ღებულობს. ა. რიტმული პროზის ძირითად კომპონენტად გვევლინება (ვ. ბარნოვის, შ. დადიანის, კ. გამსახურდიას და სხვათა თხზულებებში). „ქორისფერი ქორედები ცის სილურჯეს მიბჯენოღნენ თხემებით, არწივები ფრთხებოდნენ ჯვარისმტვირთველის ჯორის თქარუნზე.“
„ლაზისტანის ზღვა ღელავდა შორენას ზღვისფერ თვალებში.“
„ცხრატბის ერისთავის მეუღლეს ცხრა ღამე არ გაუთევია ქმართან.“
„ყველაფერს შენ შეგწირავ, შენ განაცვალებ, შორენა.“
„ბნელში დაბუდებულ ბუს მართვე ბნელს უჩიოდა ხილნარში (დიდოსტატის მარჯვენა კ. გამს.).
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9