უანგარო ზრუნვა სხვათა სიკეთისათვის, კეთილდღეობისათვის, მოძმეთა დიდი სიყვარულისა და პატივისცემის გამომჟღავნება. ეს ცნება უპირისპირდება ეგოიზმს. ტერმინი ა. მხატვრულ აზროვნებაში გამოიყენება როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით. ადამიანისადმი ღრმა სიყვარულით არის ამეტყველებული ქართული მხატვრული სიტყვა და ეს გრძნობა ათბობს ჩვენი მწერლების მრავალფეროვან შემოქმედებას, უპირატესად პროზას ბელეტრისტიკას დასაბამიდან დღემდე. ამდენად ა. თვისებაა დიდი მწერლებისა.
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3