აბ აგ ად ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აყ აშ აჩ ახ აჯ აჰ
ალ- ალა ალბ ალდ ალე ალთ ალი ალმ ალო ალტ ალუ ალქ ალყ ალჩ

ალუზია

მხატვრულ ნაწარმოებში ანდაზად ქცეული ისეთი გამოთქმა, რომელიც მიუთითებს რომელიმე ისტორიულ ან ლიტერატურულ გმირზე, ლიტერატურულ ან ყოფაცხოვრებით ფაქტზე. ალუზიას უწოდებენ აგრეთვე ისეთ გამოთქმას, რომელშიც იგულისხმება რომელიმე ისტორიული პირი ან მოვლენა, რომლის დასახელება არ უნდათ რაიმე მოსაზრებით. რუსთაველის სტროფი ალუზიის კლასიკური ნიმუშია, სადაც ღმერთი არაა პირდაპირ დასახელებული, თანაც ამით მორიდებაა გამოხატული. რიტორიკული ხერხი, გადაკვრით ხსენება რაიმე ცნობილი ისტორიული ამბის, ან ლიტერატურული ნაწარმოებისა.
 
„რომელმან შექმნა სამყარო ძალითა მით ძლიერითა/ზეგარდმო არსნი სულითა ყვნა ზეცით მონაბერითა,/ ჩვენ, კაცთა მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა, მისგან არს ყოვლი ხელმწიფე სახითა მის მიერითა“.
[„კ. გამსახურდია] ლამობს ისტორიულ ალუზიათა პარალელურად, მითოსური ლანდები გამოჩნდეს (ს. სიგ.).
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9