შტაილმაისტერი, მეჯინიბეთუხუცესი ქართული კარის გარიგებისა (ამირ უფროსი, ახორი საჯინიბო). ერთმა ზედგინიძის გვარისაგანმა გააფრთხილა მეფე (გიორგი XI), რომ ღამით მოკვლას უპირებდნენ. მეფე არ უჯერებდა. ზედგინიძე თავისი სიტყვის დასამტკიცებლად და მეფის გადასარჩენად დაწვა შეფის ლოგინში რომელშიაც იმავე ღამეს მოკლეს და აკუწეს შეთქმულთა. ამ თავდადებისათვის ზედგინიძის გვარეულობას მეფემ მისცა ამილახვრობა, მისი შთამომავალნი არიან ამილახვარნი.
- „აჰა, ერთგული ამილახვარი, თავდადებითა მეფისთვის მკვდარი.“(„სადღეგრძელო“ გრ. ორბ.).
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3