აბ აგ ად ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აყ აშ აჩ ახ აჯ აჰ
ამა ამბ ამი ამლ ამო ამპ ამრ ამუ ამფ ამქ

ამირეჯიბი ჭაბუა (მზეჭაბუკ) ირაკლის ძე

დაიბადა თბილისში, 1921 წელს. ქართველი მწერალი, რუსთაველის სახ. პრემიის ლაურეატი (1992 წ.) სამწერლო ასპარეზზე შედარებით გვიან გამოვიდა. რეპრესიების გამო კარგა ხანს მოწყვეტილი იცო სამშობლოს და ლიტ. მოღვაწეობას. მისი უმთავრესი ნაწარმოები, რომელმაც ერთბაშად მოუტანა აღიარება და ჩააყენა საუკეთესო ქართველ მწერალთა რიგში, არის ვრცელი რომანი „დათა თუთაშხია“ (1973-975 წწ.,) რისთვისაც უმდიდრესი და მრავალფეროვანი მასალა სწორედ სამშობლოსაგან იძულებითმა მოწყვეტამ მისცა. ესაა სამართლიანობის, ადამიანობის, მაღალი ზნეობისა და მოყვასისათვის თავგანწირვის მაღალი იდეალების შესანიშნავი მხატვრული განსახიერება. რომანის მხატვრულ რეალობას XIX ს. მიწურულისა და XX ს. დასაწყისის ისტორიული სინამდვილე განსაზღვრავს, მაგრამ წიგნი არ არის ისტორიული ჟანრის ნაწარმოები. მასში ისტორიული სინამდვილე კი არაა მხატვრულად აღდგენილი, არამედ ისტორიის წარმმართველი ხასიათია წარმოჩენილი. ამავე დროს, ეს არის ხაზგასმით თანამედროვე ნაწარმოები რომელშიც დგას ჩვენი თანამედროვეობისა და თანამედროვის უმწვავესი ზნეობრივი პრობლემები. ამ რთული რომანის ჟანრობრივად რომელიმე სახეობისათვის მიკუთვნება არ ხერხდება. თავისი მნიშვნელობით იგი სცილდება ქართული რომანის ტრალღიციულ ფარგლებს. რომანის პროტაგონისტი დათა თუთაშხიას პროტოტიპიც ჩვენი თანამედროვეა, ტრაგიკულ გარემოებათა გამო გააბრაგებული კაცი. კონკრეტული პიროვნების ბედი რომანისტისათვის იქცა უდიდესი განზოგადების საფუძვლად თავისუფალი პიროვნების მიერ სამართლიანობის არსის ძიების, ბოროტისა და კეთილის დაპირისპირების, სიყვარულით ბოროტების დამარცხების ჩვენების საწყის ბიძგად. დათა იმედია მაშვრალთათვის. განსაკუთრებული პოპულარობა მოუტანა წიგნს რომანის ორი მთავარი გმირის დათა თუთაშხიასა და მუშნი ზარანდიას მკვეთრმა, კოლორიტულმა სახეებმა. მათ ორთაბრძოლაში კეთილისა და ბოროტის მარადიული დაპირისპირების მთელი ტრაგიზმია წარმოჩენილი. დათა თუთაშხია ძლიერი, გონიერი და აქტიურად მოქმედი პიროვნებაა.ა თანამედროვე ხელოვნების გმირთა ფონზე იგი კონტრასტულად გამოირჩევა სწორედ თავისი იდეალური სულიერი სიმაღლისა და მოქმედების დაუოკებელი პათოსის გამო. ძლიერი პიროვნებაა მუშნი ზარანდიაც. ზოგი შემფასებლის აზრით, იგი უფრო ტრაგიკულია, ვიდრე დათა თუთაშხია. ამირეჯიბმა თანამედროვე ქართულ რომანში დაამკვიდრა პარაბოლური სტილი; სეთურის სახე და შესაბამისი ეპიზოდი ჩვენში დიქტატორული ეპოქის, მისი მმართველობის მოდელის მძაფრი კრიტიკაა. რომანი დაწერილია შესანიშნავი ენით, გმირთა ენობრივი დახასიათებანი ზუსტია და შთამბეჭდავი. 1978 წ. რომანის მიხედვით, ავტორისავე სცენარით რეჟისორებმა: გ. ლორთქიფანიძემ და გ. გაბესკირიამ გადაიღეს შვიდსერიანი სატელევიზიო მხატვრული ფილმი. „დათა თუთაშხია“ ითარგმნა და გამოიცა მსოფლიოს მრავალ ენაზე.
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9