აბ აგ ად ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აყ აშ აჩ ახ აჯ აჰ
ამა ამბ ამი ამლ ამო ამპ ამრ ამუ ამფ ამქ

ამორძალი

იგივე ამაზონები. მითური მეომარი დამპყრობელი ქალების მოდგმა, რომელიც მძლავრ სამხედრო სამეფოს შეადგენდა აზოვის ზღვის სანაპიროზე, სკვითიაში, თრაკიაში, ლიბიაში, აფრიკაში, მცირე აზიაში. დოინტის ველზე სამი ქალაქი ჰქონდათ. ამ მეომარ ქალთა სამეფოს ცენტრი იყო თემისკირა, ქალაქი მცირე თერმოდონტე კაპადოკიაში. სძაგდათ მამაკაცები, თავიანთ ქვეყანაში არ აჩერებდნენ. გვარის გასაგრძელებლად წლის გარკვეულ დროსგაზაფხულზე, თებერვალსა და მარტში იწვევდნენ მეზობელი ქვეყნებიდან მამაკაცებს, შეუღლების შემდეგ «უკანვე უშვებდნენ ახალშობილ ვაჟს მამას უგზავნიდნენ, ან კლავდნენ: გოგონებს იტოვებდნენ, ზრდიდნენ მამაც მეომრებად. ყმაწვილქალობაშივე ამოწვავდნენ მარჯვენა ძუძუს, ან ორივეს, რათა უფრო თავისუფლად ეხმარათ მშვილდი, ორპირი ნაჯახი, ხელშუბი, ნახევარმთვარის მოყვანილობის ფარი, სამკერდე ღვეღით დაკიდული ხმალი. „ამაძოს“ ბერძნულად უმკერდოს, უძუძუოს ნიშნავს. ზოგი ძველ კოლხ ქალთა ტომად აცხადებს, რაც სილამაზის, თავისუფლებისა და მეომრული სულისკვეთების თვალსაზრისით ბევრ საგულისხმო შეხედულებას გვაძლევს. ქართული ერთადერთი ენაა, რომელზედაც ამაზონს სხვა სახელი აქვს ა. მათი სახელი ეწოდა ამაზონს ამერიკის უდიდეს მდინარეს. არსებობს გადმოცემა, რომ ამაზონის ჯუნგლებში დღესაც არსებობს ინდიელ ამაზონთა ტომი, რომელიც მამაკაცებს წელიწადში ერთხელ, ორი კვირით იწვევს თებერვალში. ამაზონი. ხატოვნად მამაც მეომარ ქალს ნიშნავს.
 
„პირველად ზატობის დროს ნახა მეფე გიორგიმ შორენა. ფხოვურ ტანისამოსში მორთული, ამორძალივით მოჯირითე რაინდთა შორის.“ („დიდოსტატის მარჯვენა“ კ. გამს.).
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9