საეკლესიო დაწყევლა, შეჩვენება, განკვეთა, უდიდესი სასჯელი საქრისტიანოში უფლის სახელით: წყრომა, რომლის წინაშეც თვით იმპერატორები ცახცახებენ. ანათემის გამოტანის უფლება ჰქონდა საეკლესიო კრებას, კათოლიკურ სამყაროში პაპს. იყო დაშინების საშუალება, რელიგიური ფანატიზმის გაღვივების ღონისძიება. ა. გამოუცხადეს სპინოზას, ს. რასინს, ე. ბუგაჩოვს, მრავალ მეცნიერს, მოღვაწეს. 1910 წ. პატრიარქმა ტიხონმა ბ. გამოუცხადა საბჭოთა წყობილებას. ამჟამად ანათემას მიმართავს ვატიკანი.
- „ათას საუკუნის მთელი ტრაგედია მოსდევს მოგონებას, როგორც ანათემა“ („ვიგონებ რა იმ მიქელანჯელოს“ გ. ტაბ.).
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3