ისტორიული ფაქტის შეუსაბამო გადასმა, ისტ. აღმოჩენის თუ შემთხვევის სხვა ხანაში გადატანა, ერთი საუკუნის ამბების სხვა საუკუნისადმი მიწერა საერთოდ. (ანდ. ჭილ.) ქრონოლოგიური შეუსაბამობა (მაგ. დ. ჭონქაძის „სურამის ციხეში“, აკ. წერეთლის „ბაში-აჩუკში“, ნ. ბარათაშვილის „ბედი ქართლისაში“, საქართველოს რუსეთთან შეერთება მეფე ერეკლემ თითქოს მხოლოდ კრწანისის ბრძოლის შემდეგ გადაწყვიტა) როგორც გამახვავს ხერხი, ხშირია ხალხურ თქმულებებში (მაგ. ამირანის მონათვლა ქრისტე-ღმერთის მიერ).
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3