ისეთი ლექსი, რომლის ტაეპთა დასაწყისში, ან ტაეპში სიტყვათა პირველი ასოები ანბანის რიგზეა დალაგებული. იგი ხშირად აკროსტიქული ხასიათისაა ანბანთქება გავრცელებული იყო XVII-XVIII სს ქართულ პოეზიაში. (ანდ. ჭილ.)
- ტანო ალვისა, ბანო ბროლ-ვარდი, განო ნარევით ნაყოფად ესხეს./დონო დავწამე, ვარდსა შევწამე სიტურფე თურე მისგან ესესხეს./ენო ედემსაც, /ვინო ვინ ნახა, ზენო, ზნედ სჭირდეს სხვაგანც ვის ესხეს“ (თეიმურაზ I). სიტყვობრივი ანბანთქების ნიმუშია. „ადამ ბრმა გველით და მვა მერა ზოგავენ თმენასა, იმ ძრულმან ლახვრად მიაგო ნებით ორპირი ჟღერასა.“ (დ. გურ.).
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3