(1805-1875) დანიელი მწერალი. თავისი ცხოვრების მძიმე გზა აღწერა ნაწარმოებში „ზღაპარი ჩემი ცხოვრებისა“. ანდერსენის ზღაპრებსა და ამბებს ახასიათებს ღრმა ჰუმანიზმი, ხალასი იუმორი. ა. თავისი ზღაპრების მკითხველებად გულისხმობდა ბავშვებსაც და დიდებსაც. პატარებს იგი სთავაზობდა სათავგადასავლო ზღაპრულ ამბებს, ხოლო მოზრდილებს იმდროინდელი ზნეობის კრიტიკას („დიდი კლაუსი და პატარა კლაუსი“, „თოვლის დედოფალი“, „მწვანე ცეროდენები“, „ბატი გედები“).
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3