ქრისტეს ერთერთი მოციქული, პეტრეს ძმა, მეთევზე: პირველი მიიწვია ქრისტემ, რისთვისაც ეწოდა „პირველწოდებული“. იყო მცოდნე და მჭევრმეტყველი, ქადაგებდა მაცხოვრის მოძღვრებას ბალკანეთში, სკვითებთან, შავი ზღვის სანაპიროზე. რომის მაგისტრატმა ჯვარს აცვა ჯვრის ფორმის ძელზე („ანდრიას ჯვარი“). საეკლესიო გადმოცემით, ანდრიამ მოიარა საქართველო (კლარჯეთი, სამცხე, ქართლი, სვანეთი, დიდაჭარა, აფხაზეთი, ოსეთი), გაუვლია სამხრეთიდან ჩრდილოეთით, პონტოდან ნიკოფსიამდე, სადაც დაუტოვებია მოციქული სიმონ კანანელი, ყოფილა ტრაპიზონშიც, ჩამოუტანია აწყურის ღვთისმშობლის ხატი. ჯვარზეც განაგრძო ქადაგება. ღვთის განგებით საქართველოში ჩამოსული ანდრიას ხსენების დღეა 30 ოქტომბერი.
- „გრ. ორბელიანს სამხედრო მოღვაწეობის 50 წლისთავთან დაკავშირებით გადასცეს უმაღლესი ჯილდო „ანდრია პირველწოდებულის ორდენი“ (სასკ. სახ.-ლო).
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3