ძვ. სომხეთის სატახტო ქალაქი. აწ უკვე მკვდარი ქალაქი. სომეხთა მეფის სენა ქერიმის სიკვდილის შემდეგ ბაგრატ IV-ს უნდა რგებოდა (ბაგრატის დედა მარიამი სენა ქერიმის ასული იყო), მაგრამ ბიზანტიის იმპერატორმა ბასილი II-მ აიძულა სომხეთის მეფე იოანე I-ის სიკვდილის შემდეგ ბიზხანტიისათვის გადაეცა ქალაქი. 1040 წელს მიხეილ პაფლაგონმა წარგზავნა ლაშქარი ანისს, მაგრამ სომხებმა უკუაქციეს იგი. 1065 წელს მალიქში სულთანმა აიღო ანისი. ბოლოს ქურთ ამირას აბულ სევარს მიჰყიდეს იგი სელჯუკებმა ბაგრატ IV ამაოდ ეცადა ანისი აეღო. 1123 წელს დავით აღმაშენებელმა წაართვა ანისი სელჯუკებს.
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3