აბ აგ ად ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აყ აშ აჩ ახ აჯ აჰ
ანა ანბ ანგ ანდ ანე ანთ ანი ანკ ანო ანტ ანფ ანშ ანჩ ანჯ

ანტონოვი ზურაბ ნაზარის ძე

(1820-1854) ქართველი დრამატურგი. 951 წელს ჩაერიცხა გ. ერისთავის თეატრის დასში და დაიწყო პიესების წერა. ჩვენამდე 7 პიესამ მოაღწია: „მე მინდა კნეინა გავხდე“, „განა ბიძიამ ცოლი შეირთო“, „მზის დაბნელება საქართველოში“, „ქმარი ხუთი ცოლისა“, „ხევსურთა ქორწილი“, „ქოროღლი“, „ტივით მოგზაურობა ლიტერატორთა.“ ა. აგრძელებს გ. ერისთავის რეალისტურ ტრადიციებს. თავადაზნაურთა და ვაჭართა გვერდით მან სცენაზე გამოიყვანა გლეხობა, ქალაქის მოსახლეობის დაბალი ფენები მეზურჩვები, საზანდრები, „შარლატანები“. ანტონოვი ასახავს „ძველი“ და „ახალი თაობის ბრძოლას, დასცინის უნიათო ყალბ პატრიოტებს, ცხოვრებისაგან განდგომილ ლიტერატორებს. მოხდენილმა სცენებმა, სხარტმა რეპლიკებმა, ხალისიანმა ხალხურმა იუმორმა პიესათა ხანგრძლივი სცენური სიცოცხლე და პოპულარობა განაპირობა. ზოგი პიესა ღღემდე შემორჩა ქართულ სცენას.
 
„გიორგი ერისთავის შემდეგ ქართულ თეატრს ხელმძღვანელობდნენ ზურაბ ანტონოვი და ივანე კერესელიძე“ დასკ. სახ.-ლო).
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9