აბ აგ ად ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აყ აშ აჩ ახ აჯ აჰ
ანა ანბ ანგ ანდ ანე ანთ ანი ანკ ანო ანტ ანფ ანშ ანჩ ანჯ

ანტონოვსკაია ანა

(1885-1967, მოსკოვი) - (ქსე) რუსი მწერალი. დაამთავრა მარიამის ქალთა სასწავლებელი ყარსში. მონაწილეობდა ამიერკავკასიის 1905 წლის რევოლუციურ მოძრაობაში. 1918 წელს თბილისში მისი ინიციატივით შეიქმნა „არტისტერიუმი“, სადაც გაერთიანდნენ შემოქმედი ინტელიგენციის წარმომადგენლები: ტ. ტაბიძე, ვ. გაფრინდაშვილი, ლ. გუდიაშვილი. საქართველოს სულიერი და მატერიალური კულტურის ღრმა ცოდნითაა დაწერილი ისტორიული რომანი „დიდი მოურავი.“ სახელმწიფო პრემიით აღინიშნა რომანი „გიორგი სააკაძე“ ნაწარმოებში მაღალმხატვრული ოსტატობით არის გამოძერწილი გიორგი სააკაძის გმირული სახე. ამ რომანის საფუძველზე შეიქმნა ამავე სახელწოდების ქართული მხატვრული ფილმი.
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9