ანტონ I-ის მეტყველების ნიმუშია: „ესე საზღვარდებულება არს კაცთა ვიეთმე სამღვდელოთა, თავხედთა და ყოვლად უმეცართა ჩვენ შორის, რამეთუ ვისაც იგი მეცნიერების მიმართ გამოაჩენენ თუ რასამე, ქარსა ბორბალსა აღიდგენენ მას ზედა და საჭესა ცხოვრებისასა გაუტეხენ და მისცემენ ღელვათა წარმატებად უფსკრულთა“ (მეშურნე თანამედროვეთა ვერაგობაზე იგივე აწუხებდა დავით აღმაშენებლის ისტორიკოსს: „რა ნათესავი ქართველთა აღზევდების, შეუტევენო („სიბრძნის სიმფონია“ აკ. გელოვანი). „[დათუნას]ახალგაზრდა მოძღვარი ფილადელფოსი ნიჟნი ნოვგოროდში გადასახლებულმა ანტონ კათალიკოსმა გაიწვია და დათუნამაც ნირი შეიცვალა“ („არსენა მარაბდელი“ – მ. ჯავახ.).
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3