თმისა და წარბწამწამის შესაღები ხალხური კოსმეტიკური საშუალება ამზადებენ გუნდის ხის (კვიპაროსი) გირჩისა და მინერალ ანთიმონიტისაგან. გუნდის ხის ნედლ გირჩს ღადარში წვავდნენ, ფხვნიდნენ და შავ საღებავს იღებდნენ (ზოგჯერ მას გამხმარ შავ ბალახსაც ურევდნენ) ლახოსტაკის მისაღებად ანთიმონიტს სპილენძის ქვაბში წვავდნენ (ნამწვავს ლილაქვასაც უწოდებდნენ). გუნდის ფხვნილს გახსნიდნენ თბილ წყალში. შიგ გაქნიდნენ ლახოსტაკს და სადაფის ნიჟარაში ან ავანდასტაში მოლესავდნენ. ლახოსტაკი საღებავის შემაკავშირებლის როლს ასრულებდა საღებავი რომ კარგად მიეღო, წარბ წამწამზე ჯერ მცენარეულ ზეთს ისვამდნენ, შემდეგ ძვლის, ლითონის ან ხის სასურმე ჩხირებით მოიხატავდნენ. ძილის წინ ზედმეტი საღებავს თბილი წყლით იშორებდნენ. გუნდალახოსტაკი, როგორც კოსმეტიკური საშუალება იხსენიება ძველ „მზითვის წიგნში.“
- .„გუნდალახოსტაკით შეფერილი წამწამებით შავმა თვალებმა გამოანათეს და ხანდაზმულობის ფერუმარილით შეფერილ სახეზე მოუთმენლობა დაეტყო“ („თავადის ქალი მაია“ ლ. ქიაჩ.).
- „იმ ჭრელ ბოხჩაში [ფუფალას] ფერუმარილი ულაგია გუნდა, ლახუსტაკი, ზირა, ქარგასუთო“ (გ. ლეონ.).
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3