აბ აგ ად ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აყ აშ აჩ ახ აჯ აჰ
აპა აპე აპნ აპო

აპოკალიფსი (აპოკალიფსისი)

ბერძნ.
ახალი აღთქმის ერთერთი წიგნის ბოლო ნაწილი, იოანეს გამოცხადება, რომლის შინაარსი შეიცავს მისტიკურ წინასწარმეტყველებას ქვეყნის დასასრულზე. ა. ხელოვნებაში წარმოდგენილია, უბედურების გამომხატველი სურათები.ეს ცნება იხმარება საშინელისა და ჯოჯოხეთურის გადმოცემის სიმბოლურ მინიშნებად: „არის სიჩუმე ბნელი, ცხედარი,/მის ტანზე შავი ცეცხლის გაჩენა,/აპოკალიფსის მძაფრი მხედარი/ვინც ქაოსებში შემოაჭენა“ („გეძებდი ყველგან“ გ. ტაბ.). ა. 22 თავისაგან შედგება. ასახულია ქვეყნის მომავალი ათასწლოვანი სიმშვიდის, სამყაროს დასასრულის, განკითხვის დღის, ცათა სასუფევლის დამკვიდრების და სხვა. ავტორი უცნობია, ვარაუდით იოანე მოციქულს უნდა დაეწერა ნერონის დროს (იგივე იოანე მახარებელი, ღვთისმეტყველი). ა. („იოვანეს გამოცხადება“) დაწერილია 67 წლის ივნისსა და 68 წლის აპრილს შუა და წინ უსწრებს სახარება ოთხთავსა და ეპისტოლეებს. პატმოსის ჭალაში იოანე ღვთისმეტყველს გამოეცხადა უცნაური და საზარელი ხილვა. სამყაროს იდუმალება დაბეჭდილია «ბეჭდითა შვიდითა». თითო ბეჭდის ახსნაზე გამოდის თითო ცხენი (სპეტაკი, წითელი, შავი, მწვანე და ა.შ.). რომელთაც მოაქვთ ნგრევა სისხლისღვრა და სიკვდილი. ზღვიდან ამოდის საზარელი ურჩხული. მას ათი რქა და შვიდი თავი აქვს «იოვანეს გამოცხადება» არის წინასწარმეტყველება იმ რისხვისა, მეორედ მოსვლისა, რომელიც წარმართებს თავს დაატყდებათ. ახალი აღთქმის ეს ბოლო წიგნი ქართულად უთარგმნია ექვთიმე ათონელს 975-977 წლებში.
 
„კ. გამსახურდია ბიბლიური მითებიდან ყველაზე ხშირად აპოკალიფსს ეხება“ (ს. სიგ.).
„იხევა ბოძზე გამოფატრული, აპოკალიფსის მწვანე მერანი“ („ტფილისის სასაკლაო“ გ.ლეონ.).
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9