(საიდუმლო, დაფარული) საეკლესიო მწერლობაში ისეთი თხზულება, რომელიც თემატურად ენათესავება ეკლესიის მიერ დაკანონებულ „საღმრთო წერილის“ წიგნებს, მაგრამ განსხვავდება მათგან სიუჟეტური ჩანამატებითა და თავისებური ახსნა-განმარტებით. ბ.-ების წყარო იყო მკითხველთა ცნობისმოყვარეობა გაეშალათ და გაეგრძელებინათ საღმრთო წიგნებში მოცემული ეპიზოდები. ა.-ები ეკლესიაში საჯაროდ, ყველასათვის წასაკითხად არ იყო მიღებული. აქედანაა ამ წიგნების სახელწოდება - დაფარული, საიდუმლო. ა.ები ძლიერ პოპულარული გახდა და გავლენას ახდენდა ხალხურ სასულიერო პოეზიაზე. ასე წარმოიშვნენ სასულიერო ლექსები და თქმულებები: აბრამის ლექსი, იობის ლექსი, სოლომონ ბრძენის ლექსი, თქმულება იესო ქრისტეზე, ა წმინდა გიორგისა და ელიაზე, ადამ და ევას ცხოვრება, ენოქის წიგნი და სხვა.
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3