პოეზიის, მუსიკის, საერთოდ ხელოვნების ღმერთი ბერძნულ და რომაულ მითოლოგიაში. (ანდ. ჭილ.) აპოლონს ხატავენ წარმტაცი სილამაზის ახალგაზრდის სახით. ამიტომ მხატვრულ ლიტერატურაში ლამაზი ჭაბუკის მეტაფორად იქცა. ა. პოეტური შთაგონების წყაროდ არის მიჩნეული.
- „მე აპოლონის მადლით ცხებული ელიზავეტას ვუმღერდი წყნარად“ (პ. იაშვ.).
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3