ძველი ბერძენი პოეტი და მეცნიერი. მას ეკუთვნის ეპიკური პოემა „არგონავტიკა“, რომელიც არგონავტების თქმულებაზეა აგებული. იგი დაწვრილებით გადმოგვცემს ოქროს საწმისის მოსაპოვებლად იაზონის მეთაურობით ელინთა ლაშქრობას აია კოლხეთში. მან დიდი მხატვრული ძალით ასასას კოლხთა მეფის ასულის მედეას სულიერი ბრძოლა, რომელმაც სატრფოსათვის სამშობლო გასწირა. ამით ა. რ.-მა პირველმა გააფართოვა ეპოსის ჩარჩოები და ხელი შეუწყო ბერძნული რომანის დაბადებას.
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3