ბერძნ. დესპანი, ელჩი, შუამავალი მოციქული. ქრისტეს რჩეული მოწაფეები, უახლოესი თანამგზავრები, მისი „კოლეგიის“ 12 წევრი, პირველი ქრისტიანული თემობის ბირთვი.
- „პირველად სვიმონ, რომელსა ეწოდა პეტრე და ანდრია, ძმა მისი, იაკობ ზებედესი და იოანე, ძმა მისი; ფილიპე და ბართლომე, თომა და მატთეოს მეზვრე, იაკობ ალფესი და ლიბეოს, რომელსა ეწოდა თადეოზ, სვიმონ კანანელი და იუდა ისკარიოტელი, რომელმანცა გასცა იგი ესე ათორმეტნი წარავლინნა იესო.“
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3