აბ აგ ად ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აყ აშ აჩ ახ აჯ აჰ
არა არგ არდ არე არვ არზ ართ არი არმ არნ არს არტ არფ არქ არღ არშ არჩ არხ

არაგვისპირელი შიო (შიო ზაქარიას ძე დედაბრიშვილი)

(1867-1926) ქართველი მწერალი. დაიბადა ღარიბი მღვდლის ოჯახში. თბილისის სასულიერო სემინარიის დამთავრების შემდეგ სწავლობდა ვარშავის საბეითლო ინსტიტუტში. „საქართველოს განთავისუფლების ლიგაში“ აქტიური მონაწილეობისათვის დააპატიმრეს და ჯერ ვარშავის, შემდეგ ქუთაისის ციხეში იჯდა 1895 წელს დაამთავრა ინსტიტუტი. სამშობლოში დაბრუნდა და დაიწყო ბეითლად მუშაობა. მწერლობაში დაამკვიდრა ფსიქოლოგიური ჟანრის ნოველა, ესკიზი, სურათი; შეეხო თავისი ეპოქის ყველაზე მტკივნეულ საკითხებს. დაგვანახა ცხოვრების სიმწარე. მისი პირველი ნოველა „ესაა ჩვენი ცხოვრება“ 1889 წელს დაიბეჭდა. მისი ნაწარმოების თემატიკა მრავალფეროვანია: პატრიოტიზმი („ჩემი სამშობლო ჩემი გულია“, „მიწა“, ჩაგრული ხალხის ბრძოლა („სამარცხვინო ბოძთან“, „მიჯაჭვული ამირანი“), გლეხების მძიმე მდგომარეობა („ჩემი ბრალი არ არის, ღმერთო“ „ჩემო შვინდავ“, „მამას მიწა მივაყარეთ“), რომანებიდან აღსანიშნავია „გაბზარული გული.“
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9