(მაგისტროსი) (ქსე) ბაგრატიონთა ტაოს შტოს წარმომადგენელი, მეფეთა მეფე 994-1008 წ. წ. ქართ ველთა მეფის ბაგრატ II-ის ძე და გაერთიანებული საქართველოს მეფის ბაგრატ III-ის მამა. ცოლად ჰყავდა აფხაზთა მეფის გიორგი II-ის ასული გურანდუხტი. გ.- მა აქტიური მონაწილეობა მიიღო საქართველოს პოლიტიკურ გაერთიანებაში. ეხმარებოდა ბაგრატ III ს მეამბოხე ერისმთავრების წინააღმდეგ ბრძოლაში. „ამიტომაც არ მიყვარდა პაპაჩემი მაგისტროსი“ („დიდოსტატის მარჯვენა“ კ. გამს.).
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3