სანსკრ. ინდოევროპულ ენაზე მოლაპარაკე ტომებისა და ხალხების (ინდოელების, ირანელების) საერთო სახელწოდება; XIX ს.დან მოყოლებული იხმარებოდა საერთოდ ევროპულ ენებზე მოლაპარაკე ხალხების აღსანიშნავად. ფაშისტურ გერმანიაში ამ სიტყვას მიენიჭა ტენდენციური ანტიმეცნიერული მნიშვნელობა. უძველესი ძეგლების მიხედვით, ინდო-ირანელი ხალხები (მეზობელი ან დაპყრობილი ხალხისაგან განსასხვავებლად) თავის თავს უწოდებდნენ „არიელებს“, რაც ნიშნავს სრულუფლებიან ადამიანებს).
- „[საქართველოში] დომხალივით არეულან არიელი და სემიტი, აზია და ევროპა, სლავი თუ თურანი“ („ჯაყოს ხიზნები“ მ, ჯავახ.).
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3