ქცევის დახვეწილი მანერები, გარეგნული მოხდენილობა, თავაზიანობა, მეტყველების სინატიფე, სალონური თავდაჭერა, რომელიც მწერლობაში ნაჩვენებია არა მარტო პერსონაჟის ქცევით, არამედ მეტყველებითაც.
- „ვერსალის სასახლემ, ლუდოვიკო XIV-ის კარმა და ბუალოს „პოეტიკით“ დაკანონებულმა მწერლობამ ტონი მისცა ა.-ს, იმდროინდელი მოწინავე ქვეყნების სასახლეებსა და ლიტერატურას“ (სასკ. სახ-ლო).
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3