(ძვ წ. 384-322) (ქსე) ძველი ბერძენი ფილოსოფოსი და მეცნიერი, პლატონის მოწაფე, ალექსანდრე მაკედონელის აღმზრდელი. ხელოვნების თეორია პირველად ა.-ს ფილოსოფიაში გამოიყოფა, როგორც ცალკე დისციპლინა („პოეტიკა“, „რიტორიკა“). ხელოვნება ა.ს აზრით, არის სინამდვილის მიბაძვა. ხელოვანი მიბაძვის საშუალებით იწვევს ჩვენში სიამოვნებას. ხელოვნება შემეცნების ერთერთი სახეა, მაგრამ არაა არც ბრმა მიბაძვა, არც უბრალო აღწერა, იგი შემოქმედებაა. ხელოვნება იმას აღწერს, რაც შეიძლებოდა ყოფილიყო. ამიტომ პოეზია ისტორიაზე,საერთოდ ემპირიულ ცოდნაზე უფრო ფილოსოფიურია, ანუ უფრო ახლოა პირველმიზეზთა ცოდნასთან. ხელოვნების პროდუქტი თავისუფლების პროდუქტია ხელოსნობის შედეგისაგან განსხვავებით, რომელიც ადამიანის ფიზიკური არსებობისათვის აუცილებელ საგნებს ქმნის. ესთეტიკური ტკბობით ადამიანის კათარზისი –განწმენდა სწორედ ჩვენს ბიოლოგიურ არსებობაზე, პირადულ „მე“-ზე ამაღლებას და საერთო საკაცობრიო პოზიციაზე დადგომას ნიშნავს. აქედან ცხადია, ესთეტიკური ტკბობა არსებითად განსხვავდება იმისაგან, რასაც ჩვეულებრივ სიამოვნებას უწოდებენ. არიფანა (საბა) მოყვასთან საჭმელად შემოკრება. (ქეგლ) ერთმანეთში შეგროვილი ფულით პურის ჭამა, ქეიფი.
- „სუფრის მეორე მხრივ მასპინძელი გლეხები ჩამწკრივებულიყვნენ, რომელთაც გუშინ საარიფანო გამოიღეს და ეს ძმური სადილი მოამზადეს.“ („არსენა მარაბდელი“ მ. ჯავახ.).
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3