ქართველ მწერალთა დაჯგუფება, 1927 წელს ჩამოყალიბდა, მათი ლიტერატურული კრებული „არიფიონი“ გამოვიდა 1928 წელს. კრებულის ლიტერატურულ განცხადებას ხელს აწერდნენ: ვასილ გიორგაძე, პეტრე ქავთარაძე, შალვა დადიანი, კონსტანტინე კაპანელი, ლევან მეტრეველი, ილო მოსაშვილი, დავით სულიაშვილი, გალაკტიონ ტაბიძე, იოსებ ტატიშვილი, ლეო ქიაჩელი, გერონტი ქიქოძე, სანდრო შანშიაშვილი, კონსტანტინე ჭიჭინაძე, მიხეილ ჯავახიშვილი. გ: ქიქოძის განმარტებით, „არიფი“ თანამესუფრეს ნიშნავს, ა. კი შეზარხოშებული ადამიანების კავშირია.
- „ჩვენ ვთვრებით არა ღვინით, არამედ ურთიერთშთაგონებით და შემოქმედებით“.
- „არიფიონს მიზნად აქვს დასახული ხელი შეუწყოს თავის წევრთა შორის და ყველგან მხატვრული მეტყველებისა და აზროვნების კულტურას, ქართული სიტყვისა და თქმის დაწმენდას და ადამიანობის კულტურის განმტკიცებას.“ (სასკ. სახ-ლო).
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3