ნაქალაქარი მტკვრის მარჯვენა ნაპირზე, მცხეთის გასწვრივ. უზენაესი წარმართული ღმერთი ქართულ მითოლოგიაში. ცისა და მიწის სასტიკი მეუფე. რომლის განთქმული კერპი მცხეთის მთაზე იყო აღმართული. აქ უნდა ყოფილიყო საკერპო ორმუზდისა, რომლისგანაც ამ ადგილს რქმევია ა.-ის ციხე.
- „ამიტომაც გვინდოდა მე და კოლონკელიძეს მეფე გიორგი შეგვეპყრო ამირას გავაგდებდით ტფილისიდან, არმაზსა და ზადენს აღვადგენდით.“ („დიდოსტატის მარჯვენა“ კ. გამს.).
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3