გა გგ გე გვ გზ გი გლ გმ გნ გო გრ გუ
გუდ გუვ გუთ გულ გუმ გუნ გურ გუჯ

გურიელი მამია დავითის ძე

(1838-1891) ქართველი პოეტი ფსევდონიმი „ფაზელი“. აღიზარდა გურიის მთავართა სასახლეში. სწავლობდა ქუთაისის გიმნაზიაში. ლექსების წერა სიყმაწვილეში დაიწყო „ფარვანა“ პირველი ლექსია განიცადა რომანტიკოსთა და თერგდალეულთა გავლენა. საზოგადოებრივი და პირადი ცხოვრების მოუწყობლობით გამოწვეული მძიმე ტკივილები და მელანქოლია აისახა მის შემოქმედებაში. გურიელის პოეზიის ძირითადი თემა პატრიოტიზმია. ჰუმანიზმითაა განმსჭვალული მისი ცნობილი ლექსი „ადამიანი.“
 
„დაე იცვალოს გარემოება. თუნდ ხალხის ხმამაც მოგცეს ზიანი, თვით ნუ იცვლები! მოვა დროება, გიცნობენ რომ ხარ ადამიანი?“
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9