აბ აგ ად ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აყ აშ აჩ ახ აჯ აჰ
არა არგ არდ არე არვ არზ ართ არი არმ არნ არს არტ არფ არქ არღ არშ არჩ არხ

არსენ დიდი საფარელი

(830-837)(ქ. მწ. ლექსიკ.-ცნობარი) ჰაგიოგრაფი, ისტორიკოსი, საეკლესიო მოღვაწე (კათალიკოსი). იყო სამცხის დიდი ფეოდალის მირიანის შვილი. ექვსი წლისა დაამკვიდრეს ხანძთის მონასტერში, სადაც სასულიერო აღზრდა-განათლება მიიღო. ოცდაათი წლის არსენი მამამისმა ქართლის კათალიკოსად განაწესებინა, რაც არაკანონიერად მიუჩნევია ქართლის ეპისკოპოსთა ერთ ნაწილს. მათ მხარი დაუჭირა გუარამ მამფელმა. ამ საკითხის გამო ჯავახეთში საეკლესიო კრება მოიწვიეს. კრებაზე არსენს მიემხრო გრიგოლ ხანძთელი და იგი ქართლის კათალიკოსად დაადგინეს. მას სიკვდილამდე ეპყრა ეს ხარისხი.
 
„მცხეთის გვირგვინი დაუჭკნობელი“ ასე მოიხსენიებს მას საისტორიო მწერლობა.
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9